AI ლიდერებისა და მენეჯერებისთვის
2 თვემიმდინარეობს რეგისტრაცია

AI ლიდერებისა და მენეჯერებისთვის

ხანგრძლივობა2 თვე
ღირებულება700 ლარი
ლექტორიზაზა ცოტნიაშვილი
ზაზა ცოტნიაშვილი

კურსის აღწერა

პრაქტიკული კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს ხელოვნური ინტელექტის (AI) თანამედროვე შესაძლებლობების ათვისება და მათი ეფექტური გამოყენება მენეჯმენტსა თუ ყოველდღიურ ორგანიზაციულ საქმიანობაში.

სილაბუსი

  • ხელოვნური ინტელექტის განვითარების ძირითადი ეტაპები და მისი როლი თანამედროვე ბიზნესსა და მენეჯმენტში; გლობალური AI მოდელების (ChatGPT, Claude, Gemini და სხვა) შესაძლებლობების შედარებითი ანალიზი;
  • მონაცემთა სტრატეგია, მონაცემთა ხარისხი და მონაცემთა მართვის პრინციპები;
  • AI Strategy Canvas-ის გამოყენება და პროექტების ეკონომიკური ეფექტიანობის (ROI) შეფასება;
  • პრომპტინჟინერია და გენერაციული მოდელების ეფექტური მართვის ტექნიკები;
  • AI-ის გამოყენება ოფიციალურ კომუნიკაციაში, ადმინისტრაციული ტექსტებისა და დოკუმენტების შექმნაში; კომუნიკაციის მართვა და ემოციური ინტელექტის გამოყენება AI ინსტრუმენტების დახმარებით;
  • მონაცემთა ანალიზი, ინფორმაციის ვალიდაცია და კვლევითი მონაცემების დამუშავება;
  • ორგანიზაციული ცოდნის მართვის სისტემების შექმნა და ინფორმაციის ავტომატიზებული დამუშავება;
  • AI-ის გამოყენება პრეზენტაციების, ვიზუალური მასალებისა და მულტიმედიური კონტენტის გენერაციაში;
  • AI-ზე დაფუძნებული ბიზნეს მოდელების შექმნა და ინოვაციური პროექტების განვითარება;
  • მომხმარებლის გამოცდილების (UX) პერსონალიზაცია ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით;
  • ალგორითმული მიკერძოების, მონაცემთა უსაფრთხოების და ეთიკური რისკების მართვა;
  • საერთაშორისო რეგულაციები ხელოვნური ინტელექტის სფეროში;
  • ორგანიზაციული ცვლილებების მართვა და AI-ზე ორიენტირებული კულტურის ჩამოყალიბება;
  • AI პროექტის კონცეფციისა და ორგანიზაციაში მისი დანერგვის საგზაო რუკის (Roadmap) შემუშავება.
  • სწავლების მეთოდებია:
  • აღნიშნული სასწავლო კურსის ფარგლებში გამოყენებული იქნება ინტერაქტიული სწავლების თანამედროვე მეთოდები, რომლებიც ხელს შეუწყობს მონაწილეთა აქტიურ ჩართულობასა და პრაქტიკული უნარების განვითარებას.
  • კერძოდ, გამოყენებული იქნება:
  • ინტერაქტიული ლექციები და დემონსტრირება;
  • პრაქტიკული სწავლება;
  • ქეისებზე დაფუძნებული სწავლება;
  • პროექტზე დაფუძნებული სწავლება;
  • კოლაბორაციული და კრიტიკული სწავლების მიდგომები;
  • თანამედროვე ციფრული და ჰიბრიდული ინსტრუმენტების გამოყენება.
  • სწავლების პროცესი ინტერაქტიულია და ორიენტირებულია მონაწილეთა პრაქტიკული კომპეტენციების განვითარებასა და AI ტექნოლოგიების რეალურ სამუშაო გარემოში გამოყენებაზე.
  • სწავლების პერიოდი და ხანგრძლივობახანგრძლივობა: 32 საათი (8-კვირიანი სასწავლო პროგრამა).