
ღონისძიებების მენეჯმენტი
კურსის აღწერა
პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია მონაწილეებმა შეისწავლონ ღონისძიებების დაგეგმვის, ორგანიზებისა და მართვის თანამედროვე მიდგომები; გაიღრმავონ ცოდნა ღონისძიებების ინდუსტრიის სპეციფიკის, პროფესიული სტანდარტებისა და პრაქტიკული პროცესების შესახებ; შეისწავლონ ღონისძიების კონცეფციის შემუშავების, ბიუჯეტირების, რესურსების მართვის, ლოჯისტიკის ორგანიზებისა და პარტნიორებთან ეფექტური კომუნიკაციის ძირითადი პრინციპები; შეძლონ სხვადასხვა მასშტაბისა და ტიპის ღონისძიებების დაგეგმვა, ორგანიზება და მართვა; სწორად განსაზღვრონ ღონისძიების განხორციელებისთვის საჭირო ადამიანური, ტექნიკური და მატერიალური რესურსები; შეისწავლონ ღონისძიებების მარკეტინგის, მედიისა და სპონსორებთან ურთიერთობის ეფექტური მეთოდები; შეძლონ ღონისძიების რისკების შეფასება, პროცესის მონიტორინგი და საბოლოო შედეგების შეფასება.
პროგრამაში ისწავლება
ღონისძიებების ორგანიზების ისტორიული განვითარება და თანამედროვე ტენდენციები ღონისძიებების ინდუსტრიაში;
ღონისძიების ორგანიზატორისა და ივენთ-მენეჯერის პროფესიული როლი და პასუხისმგებლობები;
ღონისძიებების ძირითადი სახეები და მათი დაგეგმვის პრინციპები;
ღონისძიების დაგეგმვის ეტაპები და 5C ფორმულის გამოყენება;
ბიზნეს-გეგმისა და საქმიან წინადადების მომზადება დამკვეთისთვის;
ღონისძიების კონცეფციის შექმნა, გაფორმება და დიზაინი;
ღონისძიებისთვის საჭირო ადამიანური, ტექნიკური და მატერიალური რესურსების განსაზღვრა;
ბაზრის კვლევა, მომწოდებლების შერჩევა და ტექნიკური დავალებების მომზადება;
ღონისძიების ბიუჯეტის შედგენა და ფინანსური დაგეგმვა;
სპონსორების მოძიება და სასპონსორო წინადადებების მომზადება;
ღონისძიების მარკეტინგის სტრატეგიები და მედიასთან ურთიერთობა;
ღონისძიების პროცესის მონიტორინგი და რისკების შეფასება;
ოპერაციული მართვა, ლოჯისტიკა და ღონისძიების ლოკაციის შერჩევის კრიტერიუმები;
ღონისძიების სამართლებრივი დოკუმენტები, პროტოკოლი და ეტიკეტი;
ღონისძიების დღის მართვა, კრიზისული სიტუაციების მართვა და შემდგომი შეფასება;
ღონისძიებების ინდუსტრიაში კარიერული შესაძლებლობები და პროფესიული პორტფოლიოს შექმნა.
გამოყენებული მეთოდები
სასწავლო კურსის ფარგლებში გამოყენებული იქნება ინტერაქტიული სწავლების თანამედროვე მეთოდები, რომლებიც ხელს შეუწყობს მონაწილეთა პრაქტიკული უნარების განვითარებას. გამოყენებული იქნება რეალური მაგალითების (Case Study) განხილვა, პრაქტიკული დავალებები, ღონისძიების დაგეგმვის როლური თამაშები, ჯგუფური და ინდივიდუალური სამუშაოები, დისკუსიები, გონებრივი იერიში და პროექტზე დაფუძნებული სწავლება. სწავლების პროცესი ინტერაქტიულია და ორიენტირებულია მონაწილეთა აქტიურ ჩართულობასა და პრაქტიკული გამოცდილების მიღებაზე ღონისძიებების დაგეგმვისა და მართვის პროცესში.
