მშენებლობის ხარჯთაღრმიცხველის კურსი
10 კვირამიმდინარეობს რეგისტრაცია

მშენებლობის ხარჯთაღრმიცხველის კურსი

ხანგრძლივობა10 კვირა
ღირებულება750
ლექტორი

კურსის აღწერა

კურსის განრიგი: ოთხშაბათი-პარასკევი 20:00-22:00 საათი, ადგილზე შეხვედრა: 2.12.26 15.01.27 03.02.27

სასწავლო კურსის შინაარსი:

I კვირა

I სესია - 2 საათი

სამშენებლო პროექტების წაკითხვა და გაანალიზება რეალური პროექტების საფუძველზე -1

სამშენებლო პროექტის სტრუქტურისა და შემადგენელი დოკუმენტაციის გაცნობა; არქიტექტურული და კონსტრუქციული ნახაზების წაკითხვა და გაანალიზება; პროექტში მოცემული ძირითადი საპროექტო მონაცემების, ნიშნულების, ზომების, სპეციფიკაციებისა და სხვა ტექნიკური ინფორმაციის სწორად იდენტიფიცირება; საპროექტო დოკუმენტაციის გამოყენება სამშენებლო სამუშაოების დაგეგმვისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადების პროცესში.

II სესია - 2 საათი

სამშენებლო პროექტების წაკითხვა და გაანალიზება რეალური პროექტების საფუძველზე -2

სამშენებლო პროექტის სტრუქტურისა და შემადგენელი დოკუმენტაციის გაცნობა;კონსტრუქციული და საინჟინრო ნახაზების წაკითხვა და გაანალიზება; პროექტში მოცემული ძირითადი საპროექტო მონაცემების, ნიშნულების, ზომების, სპეციფიკაციებისა და სხვა ტექნიკური ინფორმაციის სწორად იდენტიფიცირება; საპროექტო დოკუმენტაციის გამოყენება სამშენებლო სამუშაოების დაგეგმვისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადების პროცესში.

II კვირა

I სესია - 2 საათი

1. მშენებლობის ტექნოლოგიების შესწავლა

სამშენებლო სამუშაოების ძირითადი სახეების, მათი შესრულების ტექნოლოგიებისა და თანმიმდევრობის შესწავლა; ნულოვანი ციკლის, მიწის, საძირკვლის, მონოლითური და სხვა ძირითადი სამშენებლო სამუშაოების შესრულების ტექნოლოგიური პროცესების გაცნობა; გამოყენებული სამშენებლო მასალების, მექანიზმებისა და ტექნოლოგიური მეთოდების შესწავლა; სამუშაოთა ტექნოლოგიის გათვალისწინება სამუშაოების მოცულობებისა და ხარჯების განსაზღვრისას.

2. მშენებლობის ორგანიზაცია და სამუშაოთა შესრულების ეტაპები

სამშენებლო სამუშაოების ორგანიზების ძირითადი პრინციპების შესწავლა; სამშენებლო პროცესის ეტაპების, სამუშაოთა თანმიმდევრობისა და ურთიერთკავშირის განსაზღვრა; სამშენებლო მოედნის ორგანიზაციის, სამუშაოების დაგეგმვისა და რესურსების სწორად განაწილების საკითხების გაცნობა; სამუშაოების შესრულების ვადებისა და ტექნოლოგიური თანმიმდევრობის გათვალისწინება სამშენებლო პროცესში.

II სესია - 2 საათი

1. სამშენებლო სამუშაოების მოცულობების განსაზღვრა და დათვლა

საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების სახეების იდენტიფიცირება და მათი მოცულობების განსაზღვრა; სამუშაოთა მოცულობების დათვლის პრინციპებისა და მეთოდების შესწავლა; გაზომვის ერთეულების სწორად შერჩევა და გამოყენება; სხვადასხვა ტიპის სამშენებლო სამუშაოების მოცულობების გამოთვლა და მიღებული მონაცემების შესაბამის დოკუმენტაციაში ასახვა

2, მშენებლობის ორგანიზაციის პროექტი (მოპ)

მშენებლობის ორგანიზაციის პროექტის დანიშნულების, სტრუქტურისა და ძირითადი შემადგენელი ნაწილების შესწავლა; სამშენებლო სამუშაოების ორგანიზება, მათი თანმიმდევრობისა და ვადების განსაზღვრა, რესურსებისა და მექანიზმების დაგეგმვა, სამშენებლო მოედნის ორგანიზაცია და სამუშაოთა შესრულების პირობების განსაზღვრა

III კვირა

I სესია - 2 საათი

.

• სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება;

• მეთოდური დოკუმენები;

• სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ძირითადი სახეები, რესურსული მეთოდისა და თანამედროვე საბაზრო ეკონომიკის პირობებში შესადგენი ხარჯთაღრიცხვების ვარიანტების დახასიათება და შედარება;

• პირდაპირი და ზედნადები დანახარჯები სახარჯთაღრიცხვო ღირებულების შემადგენლობაში;

• სამუშაოთა მოცულობების განსაზღვრა მშენებლობაში რეალური პროექტების საფუძველზე;

II სესია - 2 საათი

• სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება;

• მეთოდური დოკუმენები;

• სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ძირითადი სახეები, რესურსული მეთოდისა და თანამედროვე საბაზრო ეკონომიკის პირობებში შესადგენი ხარჯთაღრიცხვების ვარიანტების დახასიათება და შედარება;

• პირდაპირი და ზედნადები დანახარჯები სახარჯთაღრიცხვო ღირებულების შემადგენლობაში;

• სამუშაოთა მოცულობების განსაზღვრა მშენებლობაში რეალური პროექტების საფუძველზე;

IV კვირა

I სესია - 2 საათი

• .ლოკალურ-რესურსული ხარჯთაღრიცხვის შედგენა მიწის სამუშაოებისათვის გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე გრუნტის კატეგორიის დადგენა, ქვაბულის (თხრილის) დასამუშავებელი მიწის მოცულობის განსაზღვრა, ხელით დამუსავების სამუშაოები; საძირკვლებამდე მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება.

• ზედნადები ხარჯების დარიცხვის წესი სამშენებლო სამონტაჟო სამუშაოების ღირებულების შემადგენლობაში;სახარჯთაღრიცხვო მოგების დარიცხვის წესი სამშენებლო სამონტაჟო სამუშაოების ღირებულების შემადგენლობაში

II სესია - 2 საათი

ლოკალურ-რესურსული ხარჯთაღრიცხვის შედგენა

• ბეტონისა და რკინაბეტონის მონოლითური კონსტრუქციები ;

• ბეტონისა და რკინაბეტონის ასაწყობი კონსტრუქციები;

• საძირკვების ქვეშ ფუძეების მომზადება;

საძირკვლების მოწყობა: წერტილოვანი, ლენტური;

V კვირა

I სესია - 2 საათი

ლოკალურ-რესურსული ხარჯთაღრიცხვის შედგენა

• საძირკვლების მოწყობა: მთლიანი (ფილა) და ხიმინჯოვანი;

II სესია - 2 საათი

ლოკალურ-რესურსული ხარჯთაღრიცხვის შედგენა

რკინაბეტონის ძირითადი კონსტრუქციები: შენობის ძირითადი მზიდი კარკასის კონსტრუქციები-სვეტები, კოჭები (რიგელები), სართულშორისი და გადახურვის ფილები.

VI კვირა

I სესია - 2 საათი

ლოკალურ-რესურსული ხარჯთაღრიცხვის შედგენა

რკინაბეტონის ძირითადი კონსტრუქციები: შენობის ძირითადი მზიდი კარკასის კონსტრუქციები-კედლები, დიაფრაგმა, კიბის უჯრედი და ლიფტის შახტა და ა.შ

II სესია - 2 საათი

ლოკალურ-რესურსული ხარჯთაღრიცხვის შედგენა

• აგურისა და ბლოკის კონსტრუქციები - კარკასის შემავსებელი და კედლების სამშენებლო სამუშაოები შესრულებული აგურითა და ბლოკით;

• ლითონის მზიდი და არამზიდი კონსტრუქციები;

VII კვირა

I სესია - 2 საათი

ლოკალურ-რესურსული ხარჯთაღრიცხვის შედგენა

• ლითონის კონსტრუქციები - ლითონის ძირითადი მზიდი და არამზიდი კონსტრუქციები (გაგრძელება).

• ხის კონსტრუქციები- ხის ძირითადი მზიდი და არამზიდი კონსტრუქციები.

II სესია - 2 საათი

ლოკალურ--რესურსული ხარჯთაღრიცხვის შედგენა პროექტის არქიტექტურული ნაწილის სამუშაოებზე;

• იატაკები-მოჭიმვა, მოსაპირკეთებელი სამუშაოები;

• სახურავი - ჰიდროიზოლაცია და მოსაწყობი სამუშაოები;

VIIIკვირა

I სესია - 2 საათი

ლოკალურ--რესურსული ხარჯთაღრიცხვის შედგენა პროექტის არქიტექტურული ნაწილის სამუშაოებზე;

• კედლებისა და ჭერის მოსაპირკეთებელი სამუშაოები;

• შიდა და გარე მოსახვის სამუშაოები - ფასადებისა და ტიხრების ლესვითი სამუშაოები, სამღებრო სამუშაოები, ბუნებრივი და ხელოვნური ქვით მოპირკეთების სამუშაოები და სხვა

II სესია - 2 საათი

ლოკალურ--რესურსული ხარჯთაღრიცხვები პროექტის საინჟინრო ნაწილზე (შიდა ქსელები);

სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობაში ძირითადი საინჟინრო კომუნიკაციების და ქსელების მოწყობა და ასევე მოწყობილობა-დანადგარების სამონტაჟო სამუშაოები;

• მილსადენის შიდა სამუშაოები

• წყალგაყვანილობა და კანალიზაცია - შიდა მოწყობილობა;

• გათბობა - შიდა მოწყობილობა;

• გაზგაყვანილობა - შიდა მოწყობილობა;

• ჰაერის ვენტილაცია და კონდიცირება;

IX კვირა

I სესია - 2 საათი

ლოკალურ--რესურსული ხარჯთაღრიცხვები პროექტის საინჟინრო ნაწილზე (გარე ქსელები);

• წყალგაყვანილობა - გარე ქსელი;

• კანალიზაცია - გარე ქსელი;

II სესია - 2 საათი

ლოკალურ-რესურსული ხარჯთაღრიცხვის შედგენა

• საცხოვრებელი და საზოგადოებრივი შენობების ელექტროგანათება;

• ელექტროობა;

• სუსტი დენები;

• ზედნადები ხარჯების დარიცხვის წესი სამშენებლო სამონტაჟო სამუშაოების ღირებულების შემადგენლობაში; სახარჯთაღრიცხვო მოგების დარიცხვის წესი სამშენებლო სამონტაჟო სამუშაოების ღისრებულების შემადგენლობაში.

X კვირა

I სესია - 2 საათი

ლოკალურ-რესურსული ხარჯთაღრიცხვის შედგენა

• საავტომობილო გზების მშენებლობა-საგზაო სამოსი, ბეტონისა და ასფალტ-ბეტონის საავტომობილო გზების მშენებლობა;

• შეკიდული ჭერების მოწყობა;

II სესია - 2 საათი

• შენობა-ნაგებობების სარეკონსტრუქციო სამუშაოები;

• დამცავი ტყის გაშენება. მრავალწლიანი ნარგავების გაშენება.

• საობიექტო ხარჯთაღრიცხვა, მისი შემადგენლობა და შედგენის მეთოდები;

• კრებსითი სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა.

• გამსხვილებული ფორმით შედგენილი ხარჯთაღრიცხვები;

ფინალური გამოცდა

სილაბუსი