ადამიანური რესურსების მართვის კურსი
2 თვემიმდინარეობს რეგისტრაცია

ადამიანური რესურსების მართვის კურსი

ხანგრძლივობა2 თვე
ღირებულება700 ლარი
ლექტორიქეთა ანესაშვილი
ქეთა ანესაშვილი

კურსის აღწერა

სილაბუსი

  • კურსის განრიგი: სამშაბათი-ხუთშაბათი 20:00-22:00 საათი, ადგილზე შეხვედრა 17.11.26 22.12.26 24.12.26 12.01.27 14.01.27 21.01.27 26.01
  • სასწავლო კურსის მიზანია მონაწილეებს გააცნოს ადამიანური რესურსების მართვის ძირითადი პრინციპები და თეორიული საფუძვლები, მიაწოდოს ინფორმაცია HR დეპარტამენტის როლის მნიშვნელობაზე თანამედროვე ორგანიზაციებში და წარმოუდგინოს მისი ძირითადი ფუნქციური მიმართულებები.
  • სასწავლო ფორმატი გულისხმობს ინტერაქტიულ პროცესს და ითვალისწინებს მონაწილეების აქტიურ ჩართულობას. სწავლის მეთოდი ეფუძნება თეორიული და პრაქტიკული მიდგომების ინტეგრაციას. თემების უკეთ გასაგებად გამოიყენება რეალურ სიტუაციებზე დაფუძნებული ქეისების ანალიზი, ჯგუფური სამუშაოები და სიმულაციური დავალებები. სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ მონაწილები განივითარებენ შემდეგ კომპეტენციებს: ადამიანური რესურსების მართვის ძირითადი ფუნქციების სისტემური აღქმა და მათი დაკავშირება ორგანიზაციის სტრატეგიულ მიზნებთან; პერსონალის დაგეგმვისა და შერჩევის პროცესის განხორციელება; HR პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავება; ორგანიზაციული კულტურის, თანამშრომელთა მოტივაციის და განვითარების ხელშემწყობი მექანიზმების ეფექტური გამოყენება;
  • პროგრამის ფარგლებში ისწავლება:
  • HR -ის როლი და მნიშვნელობა ორგანიზაციაში, მისია და მიზნები, ძირითადი ფუნქციონალური მიმართულებები, ბიზნეს პარტნიორი და სტრატეგიული HR –(ზოგადი მიმოხილვა);
  • ორგანიზაციული სტრუქტურის ძირითადი ტიპები, სტრუქტურის ფორმირება და მისი გავლენა ორგანიაზციულ კულტურაზე, ორგანიზაციული პოლიტიკებისა და პროცედურების შემუშავება;
  • სამუშაოს ანალიზის პროცესი;
  • თანამდებობრივი ინსტრუქციები და მათი მნიშვნელობა ორგანიზაციაში;
  • კორპორატიული კულტურის ფორმირება და მოდელები;
  • კულტურა, ეთიკა და შიდა კომუნიკაცია ორგანიზაციაში და მათი გავლენა თანამშრომელთა მოტივაციაზე და ლოიალობაზე;
  • დამსაქმებლის ბრენდინგის განსაზღვრება და მნიშვნელობა;
  • სამუშაო ძალის დაგეგმვის სტრატეგია და ანალიზი;
  • სამუშაოს როლის შედგენა და კომპეტენციების განსაზღვრა, არსებული რესურსების ანალიზი და Succession planning პროცესი;
  • პერსონალის შერჩევის სტრატეგია, ტალანტების მოზიდვის თანამედროვე არხები, შერჩევის პროცესი და ეტაპები;
  • გასაუბრების ჩატარების ტექნიკები და ტიპები; ინტერვიუერის ობიექტურობა და ბაიასები (bias – awareness );
  • ახალი თანამშრომლის ორიენტაციისაა და სოციალიზაციის პროცესი;
  • თანამშრომელთა შეფასების სისტემის არსი და მოდელები;
  • სამუშაოს შესრულების პროცესის მართვა, მიზნების დასახვა, შესრულებული სამუშაოს შეფასება, უკუკავშირის კულტურა;
  • პოტენციალის შეფასება , კარიერული განვითარების გეგმა და ეტაპები, ინდივიდუალური განვითარების გეგმები - IDP,პროფესიული დაწინაურების შესაძლებლობები;
  • ტრენინგების საჭიროების ანალიზი - TNA კვლევა, მიზნების და სწვალების ფორმატის განსაზღვრა, ტრენინგების დაგეგმვის სტრატეგია და ორგანიზება;
  • ინდივიდუალური განვითარების და ჯგუფებზე მორგებული სასწავლო პროგრამების შექმნა, პროფესიული ტექნიკური უნარების გასავითარებელი სასწავლო შიდა პროგრამები;
  • თანამშრომელთა მოტივაციის მნიშვნელობა და მიდგომები, მატერიალური და არა მატერიალური მოტივაციური ფაქტორები;
  • თანამშრომლის ჩართულობის გავლენა მოტივაციაზე, აღიარების, წახალისების და დაჯილდოების პროგრამები;
  • განსხვავებული თაობების მოტივაცია, ინდივიდუალური მიდგომები და თანამედროვე ტენდენციები;
  • კომპენსაციის და ბენეფიტების არსი და მისი დანიშნუნლება ორგანიზაციებში, კომპენსაციის ტიპები, ბენეფიტების სისტემა, სახელფასო პოლიტიკის განსაზღვრა და დასაქმების ბაზრის სახელფასო ანალიზი;
  • რას გულისხობს არმ პოლიტიკა და პროცედურების სისტემურობა, ქცევის და ეთიკის კოდექსის მნიშვნელობა;
  • საქართველოს შრომის კოდექსი , შრომითი ურთიერთობების მარეგულირებელი დოკუმენტაციის მართვა და ადმინისტრირება, შინაგანაწესი, დისციპლინარული მართვის პროცედურა.