სახელმწიფო შესყიდვების სასერტიფიკატო კურსი
2 თვემიმდინარეობს რეგისტრაცია

სახელმწიფო შესყიდვების სასერტიფიკატო კურსი

ხანგრძლივობა2 თვე
ღირებულება700 ლარი
ლექტორიგერონტი დარსალია, ნათია ქაშიბაძე
გერონტი დარსალია, ნათია ქაშიბაძე

კურსის აღწერა

შეისწავლეთ თანამედროვე შრომის ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესია დისტანციურ რეჟიმში!

Skill Lab გთავაზობთ პრაქტიკაზე დაფუძნებულ სასწავლო პროგრამას, რომელიც დაგეხმარებათ სახელმწიფო შესყიდვების სფეროში სიღრმისეული ცოდნისა და რეალური უნარების შეძენაში.

კურსის შესახებ:

პროგრამა შექმნილია რეალურ ფაქტებსა და პრაქტიკულ დავალებებზე დაყრდნობით, რაც უზრუნველყოფს მასალის მაქსიმალურად ეფექტურ ათვისებას. კურსის დასრულების შემდეგ მიიღებთ:

კომპეტენციის დამადასტურებელ სერტიფიკატს, რომელიც დაგეხმარებათ სასურველ დაწესებულებაში დასაქმებაში;

სასწავლო მასალის დამადასტურებელ სრულ დოკუმენტაციას.

ტრენერები

კურსს გაუძღვებიან სფეროს წამყვანი პრაქტიკოსი სპეციალისტები:

გერონტი დარსალია - ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს უფროსი.

ნათია ქაშიბაძე - შპს საქართველოს ფოსტის შესყიდვების სამსახურის უფროსი

სწავლის პირობები

ფორმატი: დისტანციური რეჟიმი

ღირებულება: 700 ლარი

შენიშვნა: თანხის ჩარიცხვის შემდეგ ჯავშნის გაუქმების შემთხვევაში, თანხა უკან არ ბრუნდება.

გახდით სახელმწიფო შესყიდვების კვალიფიციური სპეციალისტი Skill Lab-თან ერთად!

სილაბუსი

  • პროგრამის მიზანია მსმენელებს დაეხმაროს სახელმწიფო შესყიდვების ეფექტურად განხორციელებაში, რაც გულისხმობს სახელმწიფო ბიუჯეტის გამჭვირვალედ ხარჯვასა და შესყიდვების პროცესში კონკურენტუნარიანი გარემოს უზრუნველყოფას.
  • გარდა ამისა, კურსი ითვალისწინებს ორგანიზაციულ დონეზე შესყიდვებთან დაკავშირებული გავრცელებული პრობლემების იდენტიფიცირებას, მათი გამომწვევი მიზეზების გამოვლენასა და გადაჭრის ეფექტური გზებისა თუ სამოქმედო გეგმების შემუშავებას.
  • სასწავლო თემატიკა
  • კურსის განმავლობაში შეისწავლება:
  • საკანონმდებლო ბაზა: სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობა, მოსალოდნელი ცვლილებები და დაგეგმილი სიახლეები საჯარო შესყიდვებში.
  • დაგეგმვა და მომზადება:
  • სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა და ერთგვაროვნების დადგენის წესი.
  • ბაზრის კვლევა, ტექნიკური სპეციფიკაციისა და სავარაუდო ღირებულების განსაზღვრა.
  • შესყიდვების გეგმის რეგისტრაცია ePLAN მოდულში, მონეტარული ზღვრები და გეგმის ბიუჯეტთან შესაბამისობის დადგენა.
  • პროცესის მართვა და ადმინისტრირება:
  • სატენდერო კომისიისა და კომისიის აპარატის შექმნა, მათი ფუნქციები და მოვალეობები.
  • ელექტრონული შესყიდვის საშუალებები და კონსოლიდირებული ტენდერი.
  • გამარტივებული შესყიდვის საშუალებები.
  • ანგარიშგება და კონტროლი:
  • CMR მოდულის გამოყენება და ანგარიშგება ხელშეკრულების მიმდინარეობის თაობაზე.
  • შესყიდვებთან დაკავშირებული ქმედებების გასაჩივრებისა და დავის განხილვის წესი.
  • სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევები.
  • სწავლების მეთოდოლოგია
  • სწავლებისას გამოიყენება შესაბამისი მატერიალური და ვიზუალური საინფორმაციო საშუალებები. კურსი დაფუძნებულია პრაქტიკულ დავალებებსა და რეალური შემთხვევების (Case Studies) განხილვაზე, რაც მსმენელებს საშუალებას მისცემს, მაქსიმალურად ეფექტურად აითვისონ მიღებული ცოდნა.