სამშენებლო სამართლის კურსი
2 თვემიმდინარეობს რეგისტრაცია

სამშენებლო სამართლის კურსი

ხანგრძლივობა2 თვე
ღირებულება700 ლარი
ლექტორინინო საბანაძე
ნინო საბანაძე

კურსის აღწერა

კურსის განრიგი: ოთხშაბათი-კვირა 19:00-21:00, ადგილზე შეხვედრა: 18.11.26 09.12.26 27.12.26 30.12.26

პროგრამის მიზანია, მონაწილეებმა შეისწავლონ განაშენიანების რეგულირების წესები, მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურები/ეტაპები და დასრულებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების ძირითადი საკითხები; შეისწავლონ მიმდინარე მშენებლობის ზედამხედველობისა და სამშენებლო სამართადარღვევის საქმის წარმოების ძირითადი საკითხები; შეძლონ უძრავი ქონების სამშენებლო პოტენციალის განსაზღვრა: ზონირება, ქალაქმშენებლობითი პარამეტრები, ტერიტორიის გამოყენების სახეობები, მოქმედი შეზღუდვები და სხვა; სწორად განსაზღვრონ და შეაფასონ უძრავი ქონების განვითარების დამაბრკოლებელი გარემოებები და შეძლონ კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაძლებლობების იდენტიფიცირება; ეფექტურად წარმართონ ურთიერთობები საჯარო უფლებამოსილების მქონე დაწესებულებებთან თუ კერძო სუბიექტებთან, ასევე სასამართლოებთან; შეძლონ კვალიფიციური კონსულტაციის გაცემა სამშენებლო სამართლის საკითხებზე; სრულყოფილად მართონ უძრავი ქონების სამშენებლო განვითარების პროცესი, პროექტირების დაწყებიდან, უძრავი ქონების ექსპლუატაციაში მიღების პროცედურების ჩათვლით.

პროგრამაში ისწავლება:

სამშენებლო სამართლის სისტემა და ძირითადი წყაროები;

სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქმშენებლობითი დაგეგმვის საკითხები;

ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი წესები;

უძრავი ნივთის საგამონაკლისო წესით სამშენებლოდ განვითარება;

მიწის ნაკვეთის სამშნებლოდ გამოყენების პირობების დადგენა;

უძრავ ნივთზე არქიტექტურული პროექტის შეთანხმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება, მშენებლობის ნებართვის გაცემის წესი;

ისტორიული ნაწილის სამშენებლო განვითარების თავისებურებანი;

ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლების საკანონმდებლო რეგულირება;

მშენებლობის ზედამხეველობა და სამშენებლო სამართალდარღვევები

საპროექტო ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების წესი და პირობები;

უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით ნაწარმოები მშენებლობის ლეგალიზება;

ბინათმესაკუთრეთა და ბინათმენაშენეთა ამხანაგობები უძრავი ქონების სამშენებლო განვითარების პროცესში;

გამოყენებული მეთოდები: აღნიშნული სასწავლო კურსის ფარგლებში გამოყენებული იქნება ვერბალური ანუ ზეპირსიტყვიერი გადაცემისა და ახსნა-განმარტების მეთოდი. ასევე გამოყენებული იქნება კაზუისტიკური სწავლების მეთოდი (შემთხვევის ანალიზის (CASE STUDY) მეთოდი), რომელიც ეფუძნება კონკრეტული შემთხვევების (კაზუსების) განხილვას, აგრეთვე დისკუსია/დებატების მეთოდი, რაც გულისხმობს მონაწილეთა ჩართულობის ხარისხისა და აქტივობის ამაღლებას. სწავლების პროცესი ინტერაქტიულია და მოითხოვს მონაწილეების მაქსიმალურ ჩართულობას. მოდული გაჯერებულია თანამედროვე სწავლების მეთოდებით და ორიენტირებულია მონაწილეებში ტრანსფერული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და მათი გამოყენების პროცესში მოტივაციის ამაღლებაზე.

სილაბუსი