36 წლის ასაკში შეცვლილი კარიერა და წარმატების დასაწყისი SKILL LAB-ის HR კურსის დასრულების შემდეგ

36 წლის ასაკში შეცვლილი კარიერა და წარმატების დასაწყისი SKILL LAB-ის HR კურსის დასრულების შემდეგ - გაგაცნობთ თათია კოპალეიშვილის, ჩვენი კურსდამთავრებულის ისტორიას 🎓 🎙️ როგორ შეაფასებდით HR კურსის მსვლელობას, ლექტორის კომპეტენციას და შეხვედრებს? ✅ კურსის მსვლელობას ძალიან დადებითად შევაფასებდი. ის ემოცია, ჯგუფის წევრები, ლექციებზე განხილული ქეისები დღემდე ძალიან მენატრება. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მოქნილი გრაფიკი, რაც საშუალებას მაძლევდა სწავლა სხვა საქმიანობასთან მარტივად შემეთავსებინა. შეხვედრები იყო საინტერესო, ინტერაქტიული და პრაქტიკაზე ორიენტირებული. განსაკუთრებით მომეწონა თეორიისა და პრაქტიკის კომბინაცია - მიღებულ ცოდნას მაშინვე პრაქტიკული მაგალითებითა და დავალებებით ვამყარებდით. ეს იყო სრულყოფილი კურსი, რომელმაც HR-ის პროფესიასთან დაკავშირებული ყველა საკითხი მოიცვა და ამომწურავად გადმოგვცა. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ლექტორი, ქეთი ანესაშვილი, რომლის პროფესიონალიზმმა და მიდგომამ დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე. მან არა მხოლოდ HR-ის ცოდნა მომცა, არამედ ეს პროფესია შემაყვარა და დამანახა, რამდენი შესაძლებლობა არსებობს ამ სფეროში. მან მომცა მოტივაცია, მომესინჯა თავი ადამიანური რესურსების მიმართულებით და აღმოაჩინა ჩემში პოტენციალი. 🎙️ კურსის დასრულების შემდეგ, რომელი უნარი გამოიყენეთ რეალურ სამუშაო გარემოში? ✅ კურსის დასრულებისთანავე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობა მომეცა. სერტიფიკატის გადმოცემის დღეს დაიწყო ჩემი HR კარიერა საქართველოს წამყვან აუთსორსინგულ კომპანიაში. დასაქმებამ მომცა შესაძლებლობა, კურსზე მიღებული ცოდნა რეალურ HR პროცესებში გამომეცადა - კანდიდატების მოძიება და შერჩევა, გასაუბრებების ჩატარება, ვაკანსიების მართვა, კანდიდატებთან კომუნიკაცია და HR პროცესების ორგანიზება. დღეს უკვე Team Lead-ის პოზიციაზე ვარ, რაც ჩემთვის ამ პროფესიული ცვლილების ძალიან მნიშვნელოვანი შედეგია. 🎙️ მიიღეთ თუ არა რეალური ცოდნა, რომლის გამოყენებაც კურსის დასრულებისთანავე შეძლეთ? ✅ დიახ. ჩემთვის სწორედ ეს იყო კურსის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა -მიღებული ცოდნა პრაქტიკაში მაშინვე გამოვიყენე. კურსის დასრულებისთანავე დავიწყე მუშაობა ფიფლიაში და იქ ყოველდღიურად ვხვდებოდი რეალურ სიტუაციებს, რომლებშიც კურსზე მიღებული ცოდნა მეხმარებოდა. ამან სწავლის პროცესი კიდევ უფრო ღირებული გახადა. 🎙️ როგორ შეიცვალა თქვენი თავდაჯერებულობა პროფესიულ გარემოში? ✅ ძალიან მნიშვნელოვნად. მე პროფესია 36 წლის ასაკში შევიცვალე. მანამდე ვიყავი იურისტი და ეს პროფესია ნამდვილად ძალიან მიყვარდა. ამიტომ HR-ზე გადასვლა არ ყოფილა წინა პროფესიისგან გაქცევა - ეს იყო სურვილი, საკუთარ თავში ახალი შესაძლებლობები აღმომეჩინა. მე მჯერა, რომ 21-ე საუკუნეში ერთი პროფესიის ქონა ადამიანისთვის შესაძლოა ძალიან მოსაწყენიც კი იყოს. სამყარო სწრაფად იცვლება და ვფიქრობ, ადამიანმაც მუდმივად უნდა განავითაროს საკუთარი თავი, შეიძინოს ახალი ცოდნა და არ შეეშინდეს ახალი პროფესიული გამოწვევების. HR კურსმა სწორედ ეს თავდაჯერებულობა მომცა. დამანახა, რომ შემეძლო ახალი სფეროს ათვისება და მასში წარმატების მიღწევა. 🎙️ რა იყო კურსის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი თქვენთვის? ✅ ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი ჩემთვის იყო ახალი პროფესიული შესაძლებლობის გაჩენა. 3 თვეში შევძელი HR მიმართულების საფუძვლიანად შესწავლა, პრაქტიკული უნარების გამომუშავება და შემდეგ ამ ცოდნის რეალურ სამუშაო გარემოში გამოყენება. კურსმა დამარწმუნა, რომ პროფესიული განვითარება ასაკთან არ უნდა გავაჩეროთ. პირიქით, შეიძლება უკვე გქონდეს ერთი წარმატებული პროფესია და ამავდროულად შექმნა სრულიად ახალი კარიერული მიმართულება. 🎙️ ურჩევდით თუ არა ამ კურსის გავლას მეგობარს? ✅ დიახ, აუცილებლად. განსაკუთრებით მათ, ვისაც პროფესიის შეცვლა ან ახალი მიმართულების დამატება სურს, მაგრამ ფიქრობს, რომ ამისთვის უკვე გვიანია. მე ამის ცოცხალი მაგალითი ვარ - 36 წლის ასაკში, იურისტის პროფესიიდან HR მიმართულებით გადავედი, Skill Lab-ის კურსი გავიარე, წარმატებულ სტუდენტად დავამთავრე, სერტიფიკატის გადმოცემის დღეს დავიწყე მუშაობა და დღეს უკვე Team Lead ვარ. 21-ე საუკუნეში ჩვენ არ ვართ ვალდებული, მთელი ცხოვრება მხოლოდ ერთ პროფესიულ როლში დავრჩეთ, შეგვიძლია მუდმივად ვისწავლოთ, განვვითარდეთ და საკუთარი შესაძლებლობების ახალი ვერსიები აღმოვაჩინოთ. 🎓 თუ შენც გსურს ახალი პროფესიის დაუფლება, ან უბრალოდ პროფესიული ცოდნისა და უნარების გაუმჯობესება, აუცილებლად თვალი ადევნეთ ჩვენს გვერდს ან დაგვიკავშირდით პირად შეტყობინებებში Skill Lab ულოცავს თათიას მიღწეულ შედეგებს და უსურვებს წარმატებებს საყვარელ საქმიანობაში!
